ტექსტი

* * * მოდი, ბებრების უცნაური ფოტო გაჩვენო

ჯავახაძე ვახტანგ

26990 ნახვა · დღეს 19


მოდი, ბებრების უცნაური ფოტო გაჩვენო,
ყველას იცნობ და ჩამოთვლაში თვითონ მიშველი, -
სხედან: პლატონი, რუსთაველი, მიქელანჯელო;
დგანან: ვოლტერი, გოეთე და გურამიშვილი;
ფეხმორთხმით სხედან: ლევ ტოლსტოი, ვიქტორ ჰიუგო,
პაბლო პიკასო, კლოდ მონე და ჩარლი ჩაპლინი.
ქვეშ გაჭირვებით იკითხება სოფლის აუგი,
უღნო ხელით გადაწერილ-გადაჩხაპნილი:
„წუთისოფელი რა არი?
- აგორებული ქვა არი,
როდესაც დავიბადებით
იქვე საფლავი მზა არი“.
1976

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე