ტექსტი

* * * და იპოვნა კაცმა თოკი

ჯავახაძე ვახტანგ

26991 ნახვა · დღეს 19

და იპოვნა კაცმა თოკი, -
განა მარტო თოკი?
რა იცოდა? მოჰყვებოდა,
როგორც მძიმე ბორკილს.
იმ თოკს რაში მოჰყვებოდა, -
განა მარტო რაში?
რა იცოდა?! დაბოღმილი
ბრუნდებოდა სახლში.
რაშს მოჰყავდა ოქროს ეტლი, -
განა მარტო ეტლი?
რა იცოდა?! გულს უკლავდა
დარდი მეტისმეტი.
შიგ ეძინა მზეთნახავს...
რა იცოდა კაცმა?!
მოდიოდა, ბორკილივით
მოათრევდა ბაწარს.
უცებ რაღაც გადაწყვიტა,
შეუხვია მარცხნივ:
თოკი ჰქონდა, 
ხეს ეძებდა - ბედნიერი კაცი.
1976

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე