ტექსტი

* * * წელიწადში მხოლოდ ერთ დღეს ვახერხებ

ხოფერია გია

3931 ნახვა · დღეს 23

წელიწადში მხოლოდ ერთ დღეს ვახერხებ
გადავახტე მდინარეს,
რომელშიც სხვა დღეებში ვიხრჩვები.
გამორიყული ჩემი გვამები ვიღაცეების სუფთა ეკოლოგიას
აწუხებენ.
მდინარე კი გარბის უფრო დიდი წყლისკენ
და ერთხელაც რომ მაბედნიერებს წელიწადში,
არც ის უხარია.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე