ტექსტი

* * * მსხლის ძირას რომ ხბო აბია

ხოფერია გია

3931 ნახვა · დღეს 20

მსხლის ძირას რომ ხბო აბია,
მას სკოლაში არ უვლია,
არც ქართული ანბანი იცის,
მაგრამ ჩემ დანახვისას ისე ქართულად იცინის,
ამერიკელსაც გაუკვირდება.
ნიჭიერება მოარული ბედნიერებაა.
იგი თვითონ ფეთქდება ყველაფერში.
ამიტომაც არ იცის ამ ხბომ თავისი სიდიადე.
ლამაზი მსხლის ძირას ლამაზად რომ ფეთქდება
და ვერასდროს გაიგებს, რა მოუვიდა.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე