ტექსტი

* * * წავალ ახლა

ხოფერია გია

3934 ნახვა · დღეს 23

წავალ ახლა, ჯვარს დავიწერ
სიზმრად ნანახ ნათიაზე,
ჩამოვარცხნილ დალალებით
რა ლამაზად ანთია მზე.

მაგრამ ცხადში შემომადნა
ნასიზმრალი დანანებით,
მზად ვარ თავი ჩამოვიხრჩო
იმ მზისფერი დალალებით.

ჩამოვარცხნილ დალალებით
რა ლამაზად ანთია მზე,
წავალ ახლა ჯვარს დავიწერ
სიზმრად ნანაზ ნათიაზე.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე