ტექსტი

* * * "უნდა სიოს"

ხოფერია გია

3955 ნახვა · დღეს 34

უნდა სიოს, შენი თმების 
ტევრი მომისიოს,
მაგ თვალების ცელქი ტბებით 
გზაშარაზე მსდიოს,
გამახსენოს, როგორ კრეფდი, 
რიონის პირს ერთ დროს,
შენი მზეზე გაფიცხებულ 
ტუჩებისფერ ხენდროს.

და იმ ფერში უნდა სიოს, 
კრძალვით შემახედოს,
მან რა იცის რა მწარეა, 
მოგონება ხენდროს,
გამიმეტა, დამამსგავსა 
აქაფებულ რიონს,
უნდა სიოს, ამ მშვენიერ 
დილით გადამრიოს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე