ტექსტი

პაატას და გიორგის

ხაჯიშვილი ჟუჟუნა

1073 ნახვა · დღეს 1

უკვე გიამბე ცოტნეს ამბავი,
ცხრა ძმა-ლომგულთა
კრწანისს მოფრენა,
შავლეგოს ცხენის თეთრი ფაფარი,
ტყეში რომ ხიზნობს....
და იფოფრება...

როგორ კენკავენ უფლის ჩიტები
თედორე ბერის წმინდა ნაფლეთებს,
უკვე გიამბე:
დავით,
ქეთევან...
უკვე ათასგვარ ტკივილს დაგპირდი...

შენ —
გასაზრდელო ციდა მამულო,
წინაპრის სისხლის
ცელქო ციაგო,
ახლა ზღაპარი უსალამურო
პატარა ბიჭზე... როგორ გიამბო?