ტექსტი

* * * ასე გგონია, სამყარო

ახვლედიანი ვახტანგ

1218 ნახვა · დღეს 21

ასე გგონია, სამყარო
არის უგულოდ მშვიდი,
როცა ზღვისფერი ასული
ზურგს შეგაქვეცს და... მიდის.
ცარიელდება სული და
დგება ტკივილი დიდი,
როცა მზისფერი ოცნება
მიგატოვებს და... მიდის.
როცა გაქრება ვარსკვლავი,
შენს იმედად რომ სთვლიდი,
გგონია, თავად სიცოცხლეც
გაგეცალა და... მიდის.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე