ტექსტი

მზემ სხივები მაჩუქა

ყურშუბაძე-გვარიშვილი ნანული

962 ნახვა · დღეს 22

მზემ სხივები მაჩუქა,
ყაყაჩომ კი-ხალები,
ზეცამ, ღამის შუქურამ,
მთვარე და ვარსკვლავები.
წვიმამ კამაწ _ კამაწად,
გული გადამიგრილა,
კოხტა კაბა ჩამაცვა,
მინდვრის ციცქნა გვირილამ.
მძიმე დარდის სიმები,
უცებ სადღაც დაიმსხვრა,
მზემ მაჩუქა სხივები,
შემომცინა დაისმა.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე