ტექსტი

გალაქტიონის ლურჯა ცხენები

კვასტიანი კუკური

1283 ნახვა · დღეს 1

ქარები როცა იწყებენ კივილს,
და ირინდება მრევლი სიონის,
ხვითქმორეული მიქრიან ცისკენ,
ლურჯა ცხენები გალაქტიონის.

აჯანყებულა სული რაინდის,
დაჭრილს სიმძიმე მოაქვს წვალებით.
მისაშველებლად მთით ჩამოსულან,
აბჯარასხმული მარჯვე სვანები.