ტექსტი

ჩვენი ქორწილი მინდორში შედგა

თედორაძე დავით

9817 ნახვა · დღეს 1

არც სიყვარული,
არ ვნების ძალა
არ გათრთოლებს და ჟრუანტელს არ გგვრის,
გამოგაშორე სიცხიან ქალაქს,
გასავათებულს ფიქრით და ჯავრით.
ჩვენი ქორწილი მინდორში შედგა,
მიგვაცილებდა პეპლების ჯარი,
ასე ინება, ძვირფასო, ბედმა -
ჯვარს გვწერდა გიჟებს ტრამალის ქარი.
შენი მეჯვარე მზე იყო,
ჩემი - ოფოფი მშიშარა,
ბუნებამ სულში ჩაგვისვა,
გულმკერდი გადაგვიშალა...
შენი მეჯვარე მზე იყო,
ჩემი - ოფოფი მშიშარა.
ხარობდა ზეცა ნათელი,
ბალახზე ბროლი ეყარა...
მინდოდა,
როგორ მინდოდა,
ჩემსავით შენც გაგეხარა,
შენია ცა და ხმელეთი,
ჩემია მთელი ქვეყანა!