ტექსტი

შენი სიტურფე მაბრმავებს

თედორაძე დავით

9819 ნახვა · დღეს 1

შენი სიტურფე მაბრმავებს
შენი ტრფიალი გულში მჭირს,
შენთან შეხვედრა მინდოდა
შამპანურით მთვრალს გუშინწინ.

გუშინაც მსურდი, დღესაც მსურს
ცისკრის ვარსკვლავი გიხილო,
ვასიამოვნო სულს და გულს,
სიმღერა ჩავიღიღინო.

ძილს მიკრთობს მწველი თვალები -
ზღვას დაფენილი მზის სხივი,
ცხვის გრძნობებს ავეფარები
ხევში გაწოლილ ნისლივით.

სიზმრებში აგოგმანდები,
ცალს ჩამორჩენილ გნოლივით...
სხვა რაღა გითხრა, მწყურიხარ,
წყურვილით არგაგონილით!