ტექსტი

SOS

თედორაძე დავით

9865 ნახვა · დღეს 22

უბოროტესი
ყოვლის,
სულის დამხშობი წყენით,
მოდის
ევროპის მოვლით
გაუცხოების სენი.
მოდის,
სიცივე მოაქვს
და ერთგულება ქირით,
შენც
შენსას ივსებ სტომაქს,
შენს მიცვალებულს ტირი.
ჩარაზულია კარი
გრძნობის,
გულის და ბინის,
არც მზე,
არც შუქი მთვარის,
დაკარგე თვალიჩინი.
არადა,
შენი ფასი,
საუნჯე დაუთვლელი,
იყო ყოველთვის კაცი,
მისკენ გაწვდილი ხელი.
ნუ,
ნუ აიმღვრევ მირონს,
ქართულ სულს არ შეშვენის _
მოისპოს, გაიწიროს,
გაუცხოების სენით.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე