ტექსტი

სიყვარულით ბრმა ვარ

თედორაძე დავით

9817 ნახვა · დღეს 1

სიყვარული ბრმა არის,
სიძულვილიც ბრმაა, _
მითხრა კადიკოიში
ალიქიბარმა.

ჩემი გულიც შეტოკდა
ასჯერ სიყვარულით,
მაგრამ დღემდე არ ვიცი,
რაა სიძულვილი.

აფექტები ბევრია,
ეფექტები ცოტა,
ყველა თავისებურად
სცოდავს!
სცოდავს!
სცოდავს!

უცოდველი ვინც არის,
ვინც დაიდგამს გვირგვინს,
ვეძებ, მაგრამ ვერასგზით
ვერ ვიპოვე ირგვლივ.

როგორც ყველა მოკვდავი,
ცოდვა-მადლით დავალ,
სიძულვილით კი არა _
სიყვარულით ბრმა ვარ.