ტექსტი

სანამ ღვინო დაიცლება

თედორაძე დავით
ნუ აგვიშლი სუფრას, ქალი,
გულში ჩამწვდომ სიმღერამდე,
გვინდა მტრები გავაფიცხოთ,
ამ ხევიდან იმ ხევამდე.

სუფრას ვშვენით გულადები,
სუფრას ვამკობთ პურადები,
ჭო, თამადის დათრობამდე,
სირცხვილია, ნუ ადგები!

სროლა იყოს ჭინჭილების,
სროლა იყოს ფიალების,
სანამ ღვინო დაიცლება
და ჭურს დავანიავდებით.