ტექსტი

* * * ეს მოყვა როკვას აზიურს

თედორაძე დავით
ეს მოყვა
როკვას აზიურს,
კუდის ქიცინს და ცანცარსა,
გვაბითურებენ ბათუმლებს,
თვალში გვაყრიან ნაცარსა.

ვერ გაასწორებ
რქას ირმის,
ლეკვის კუდს,
კირჩხიბს, კუზიანს...
კიდევ მრავალჯერ ჩაივლის
ვარდების ეგზეკუცია.