ტექსტი

* * * მოსაწყენი გახდა ბონი

თედორაძე დავით

9865 ნახვა · დღეს 20

მოსაწყენი გახდა ბონი,
დამავიწყდა ვენაც მალე,
მენატრები უკვე, მგონი,
საქართველოვ, გენაცვალე!
საქართველოვ, გენაცვალე!
შენს წალკოტში ტანჯვა მიჯობს
ამ ევროპულ რია-რიას,
თუმცა ხშირად დედინაცვლობ,
მაინც,
მაინც დედა გქვია.
დედა გქვია!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე