ტექსტი

ვედრება

თედორაძე დავით

9858 ნახვა · დღეს 21

მზეო,
ამობრწყინდი,
მზეო,
ამობრწყინდი,
დილა მითენდება სანატრელი.
ვერც ვინ შემაშინებს
ღამით,
ჩამობინდვით,
დიდი მწუხარების
მძიმე ანარეკლით.

მზეო,
საქართველოს
სწრაფვა დაულოცე,
სული გაუღვიძე ამირანის,
ბევრი არაფერი,
ბევრი არაფერი,
მარად მსურველი ვარ სამი რამის...

მზეო,
ამობრწყინდი,
მზეო,
ამობრწყინდი,
მზეო, საქართველოს ენატრები,
სურვილს მინათებენ,
სურვილს მინათებენ,
აღმაშენებელის კელაპტრები!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე