ტექსტი

* * * მახსოვს, ლექსი დამიწუნე

ანთაძე ცისანა

1338 ნახვა · დღეს 35

მახსოვს, ლექსი დამიწუნე, _
_ სიყვარულზე არ წერო,
რად ვერ გაჰყევ გრძნობებს ცამდე,
ან ამურს და ან ეროსს.

გიპასუხეთ _ რა ბრალი მაქვს,
ან ლექსს რატომ შერისხავთ....
შეცდომა არ დამიშვია
ციდან გადმოწერისას.

თქვენს შენიშვნას ვერ მივიღებ,
მომიტევოს სამყარომ...
სიყვარული ცის იაა,
ლოტოსივით არ ხარობს!...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე