ტექსტი

სტუმრად პოეტთან

ანთაძე ცისანა
(ნატურალისტური ჩანახატი)

მაგიდაზე ლიმონი _ მონატრება მთვარის,
ჩაღვენთილი სანთელი _ სტალაქტიტის მირაჟი,
ჩალეწილი ფანჯრიდან კარგა უსტვენს ქარი,
თანაც მტვერი შემოაქვს მილიონი ტირაჟით.

წაქცეული ჭიქა _ დაცლილია ბოთლი,
ახალშობილ სტრიქონთან თავმიდებულს ძინავს.
გაზქურაზე ჩაიდანს აროხროხებს ორთქლი,
ესეც შენი პოეტის ნაფერები ბინა ....