ტექსტი

* * * გიახლოვდები ცაო, მაღალო

ანთაძე ცისანა

1329 ნახვა · დღეს 24

გიახლოვდები ცაო, მაღალო,
და ვერცხლის მთვარე _ ძველი ტოტემა _
შემოდის სულში, ვით საქართველო,
მოაქვს იმედი და იტოტება.

გზები ხსნილია აღდგომისათვის,
ძველ სადგურებში ისმის გოდება,
ამოჰყავს ცრემლებს საქართველოს მზე,
მოაქვს იმედი და იტოტება...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე