ტექსტი

სიყვარული

კვირიტიძე ახმედ

233 ნახვა · დღეს 1

დღეებს მზიან დარების
წრე შეუკრავთ _ კამარა,
დავალ, დავიარები
სიყვარულის ამარა.

ულაყივით გამხედნა,
მერე დამიძმობილა,
გულის გულში ჩამხედა,
გამაკეთილშობილა.

დევრიშივით დამყვება,
ტყვედ მაქცია, პყრობილად,
სიყვარული რამხელა,
დიდი ვინმე ყოფილა.