ტექსტი

* * * მე დასასრულის დავნებდი სურვილს

ტბაური ლაშა

473 ნახვა · დღეს 31

მე დასასრულის დავნებდი სურვილს,
საუკუნენი ისევ მიჰქრიან.
ნისლივით სუსტი ვის მივცე სული,
მე ჯერ ამაზე არ მიფიქრია.

როცა ყოყმანობ... ყოფნაა ძნელი,
დამბედებია გზები ირიბი.
ალესილია თიბათვის ცელი
და ბალახების ისმის ტრიალი.

ცხოვრებას ვენდე... ოცნება თეთრი
მას ვუსახსოვრე, როგორც ყვავილი.
დედამიწაზე გზა არის ერთი,
რომც არ გინდოდეს, მაინც გაივლი

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე