ტექსტი

* * * დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით

გელოვანი მირზა

7877 ნახვა · დღეს 1

დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით,
თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები.
მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით,
ახლაც მინდა შენი ნახვა,
ახლაც მენატრები.
ჩემი გრძნობა ძლიერია, როგორც ქარიშხალი,
სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა.
მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი
და თუ შენი ღიმილი მსურს,
შენი გულიც მინდა.