ტექსტი
გაზაფხული
გრანელი ტერენტი10094 ნახვა · დღეს 18
ქარია, ნუ შეშფოთდები,
ქარი ჰქრის, დღე გაშლილია.
ისევ გამოჩნდნენ ფოთლები,
ახლა ფოთლების ჩრდილია.
ქარია, ნუ შეშფოთდები,
ეს ლექსი შენთვის გულია.
უკვე ამწვანდნენ ფოთლები
და უკვე გაზაფხულია.
ტექსტი
10094 ნახვა · დღეს 18