ტექსტი

ანგელოზი

გრანელი ტერენტი

10101 ნახვა · დღეს 21

'ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი'
გ. ტაბიძე

მე შენ გელოდი,
ვგრძნობდი კაეშანს,
როს ანგელოზის
ფრთები დაეშვა.
როს ანგელოზის
ფრთები დაეშვა,-
მე შენ გელოდი,
ვგრძნობდი კაეშანს.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე