ტექსტი

მიძღვნა

ჩიქოვანი სიმონ

4913 ნახვა · დღეს 22

მოგშორდები და მგონია,თითქოს
მე შენი გული მარქაფად მახლავს....
ჩემსავით ღელავს,ჩემსავით ფიქრობს
მხოლოდ ერთ ვარსკვლავს უღიმის მაღლა.
 
მე ავჩქარედები შინისკენ მაშინ,
თუმცა მეც გიძღვენ ლანდი ამგვარი
არ დამეკარგოს შენი ხმა ქარში
შინ დარწეული, როგორც აკვანი.
  
მართლაც, მე ფიქრმა აგრე მაცნობა,
რომ ჩემი  გული ბუდეა შენი.
შენა ხარ ჩემი ახალგაზრდობა
და მომავალი სიბერის დღენი.
 
1938 წ

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე