ტექსტი
ფშავში
მაჭავარიანი მუხრან6935 ნახვა · დღეს 2
მთებს, —
პირდაბანილთ, —
შეუმშრალა ქარმა ხელ-პირი.
ზეცას გავხედე.
მოვილხინე მერცხლის დანახვით.
ყალყზე შემდგარი, —
შემომახტა
გულზე
არაგვი.
წყალთით
ლექსები
ამოვყარე
კალმახებივით.
1993
ტექსტი
6935 ნახვა · დღეს 2