ტექსტი
წელიწადები წავლიან ძველნი
ტაბიძე გალაკტიონ106414 ნახვა · დღეს 1
დღეები ბრუნავს, ვით კამათელი,
და ყვავილების არის მრავლობა.
ჩემთვის დღესავით არის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.
წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი.