ტექსტი

რა სევდიან ნანას ამბობს ქარი...

ტაბიძე გალაკტიონ

106420 ნახვა · დღეს 1

რა სევდიან ნანას ამბობს ქარი, 
ამეშალა ჩვეულ ფიქრთა ჯარი. 
დაიძინეთ, სურვილებო, კმარა! 
კმარა ცრემლი, რაც რომ დაიღვარა 
დაიძინე შენც, იმედო ჩემო, 
ჩემო რწმენავ, ზეცავ და ედემო!