ტექსტი

* * * მელანქოლია სულის სენია

ბოლქვაძე ზაურ

11107 ნახვა · დღეს 24

                             ნანას

მელანქოლია სულის სენია,
მე მეუფლება მელანქოლია.
ახლა, ეს გული როცა სენია,
ვგრძნობ, რა კარგი გული მქონია.

შენ კი ქედმაღლობ ყველა ქალივით,
გაქვს სიჯიუტე გამოგონილი,
მიქრება სული - მალანქოლიით
გატელილი და ამოქოლილი...

და მალანდება და გელოდები,
გულს მაინც კიდევ რაღაც ჰგონია,
და იმედიან მელოდიების
დინებით დევნის მელანქოლიას.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე