ტექსტი

* * * ქარით დაცვეთილ ყვავილებს ატმის

ბოლქვაძე ზაურ

11097 ნახვა · დღეს 18

ქარით დაცვეთილ ყვავილებს ატმის,
ფერდაკარგულებს სამარადჟამოდ, -
ელის მაღალი სვეტები ნათლის
და უდაბნოში გამირაჟება.

იმზირებიან ვარსკვლავნი ზეცით
და მათს მზერაში წაიკითხება
ზღაპარი შენი ქალური ბედის -
ვკითხულობ მას და ძილი მიტყდება.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე