ტექსტი

* * * სული საქართველოდ ამენთო

ბოლქვაძე ზაურ
სული საქართველოდ ამენთო,
ხორცი საქართველოდ წამერთვა,
ძვლები საქართველოდ დამემტვრა,
სისხლი საქართველოდ დამენთხა
გაუთენებელთა ღამეთა!