ტექსტი

სიკვდილის წინ სათქმელი ლექსი

ბოლქვაძე ზაურ
ჩემი ვარსკვლავი, ობოლი, ქრება
და სული უკვე სხეულს ეყრება!
მსუბუქი, აბა, როგორ იქნება
მიწა, რომელიც გულს დამეყრება?!

მარადიული ჩამოწვა ბინდი
და დასასრულის დაეცა ჩრდილი!..
როგორ იქნება საფლავშ მშვიდი,
სამშობლოვ, ჩემთვის უშენოდ ძილი?!