ტექსტი

* * * მინდორი ხარობს ბალახის ჩითში

ბოლქვაძე ზაურ
მინდორი ხარობს ბალახის ჩითში,
მინდვრიდან ჩიტის ჭიკჭიკი ისმის...
მითხარ, ჭიკჭიკო (ვიცი, რომ იცი!) -
როგორ ეტევი პატარა ჩიტში?