ტექსტი
მინიატურები
ბოლქვაძე ზაურ
* * *
განმარტოვებას ვინ დაუშლის დეკას და ღვიას,
ვის შეუძლია აუკრძალოს ზეცას ტირილი?
ხარის ყვირილი ვერ აღკვეთავს ვეფხვების ღრიალს,
მაგრამ ვეფხვებსაც ეშინიათ ხარის ყვირილი.
* * *
... მზე ჩადის უცნაურ ჩასვლით,
ვეებერთელა ცა მარტოა...
დახტა, ჩარჩოში ცასვა,
წავიდა, დიდება დატოვა.
* * *
მიიჩქარიან მდინარენი მაცდურთა დროთა,
მარადისობის ოკეანეს ადგენენ ერთად.
საუკუნენი მაგონებენ მე ტყავებს ხბოთა,
რომლებზეც დიდი რუსტაველი პოემას წერდა.
* * *
მარადისობა შენი ძეგლის ადგილას დადგა,
ხარ ისე დიდი, უკვდავება აღარც კი გშვენის!
ვერ დავიჯერებ მე შენს სიკვდილს ვერასგზით, რადგან
ჯერაც არ მჯერა სიცოცხლე შენი.
* * *
სანამ საუკუნეთა მსვლელობარ მწყინდება,
მანამ შენი სახელი არვის დაავიწყდება.
შენ კი, მარადიულო მიწისა და ცის კაცო,
რომ იცოცხლე, რომ მოკვდი, ალბათ, აღარც კი გახსოვს.
* * *
ამოშრა წყალი დანაგუბები;
არ გვეკადრება შაშვი სათოფედ,
გადაიკარგნენ სადღაც ღრუბლები
და ცას ხელებში მზე შეატოვეს.
განმარტოვებას ვინ დაუშლის დეკას და ღვიას,
ვის შეუძლია აუკრძალოს ზეცას ტირილი?
ხარის ყვირილი ვერ აღკვეთავს ვეფხვების ღრიალს,
მაგრამ ვეფხვებსაც ეშინიათ ხარის ყვირილი.
* * *
... მზე ჩადის უცნაურ ჩასვლით,
ვეებერთელა ცა მარტოა...
დახტა, ჩარჩოში ცასვა,
წავიდა, დიდება დატოვა.
* * *
მიიჩქარიან მდინარენი მაცდურთა დროთა,
მარადისობის ოკეანეს ადგენენ ერთად.
საუკუნენი მაგონებენ მე ტყავებს ხბოთა,
რომლებზეც დიდი რუსტაველი პოემას წერდა.
* * *
მარადისობა შენი ძეგლის ადგილას დადგა,
ხარ ისე დიდი, უკვდავება აღარც კი გშვენის!
ვერ დავიჯერებ მე შენს სიკვდილს ვერასგზით, რადგან
ჯერაც არ მჯერა სიცოცხლე შენი.
* * *
სანამ საუკუნეთა მსვლელობარ მწყინდება,
მანამ შენი სახელი არვის დაავიწყდება.
შენ კი, მარადიულო მიწისა და ცის კაცო,
რომ იცოცხლე, რომ მოკვდი, ალბათ, აღარც კი გახსოვს.
* * *
ამოშრა წყალი დანაგუბები;
არ გვეკადრება შაშვი სათოფედ,
გადაიკარგნენ სადღაც ღრუბლები
და ცას ხელებში მზე შეატოვეს.