ტექსტი

* * * გარდა მზისა და გარდა სინათლისა

ბოლქვაძე ზაურ

11062 ნახვა · დღეს 1

გარდა მზისა და გარდა სინათლისა
მე კიდევ მინათებს რაღაც!
გარდა მიწიერი ხმისა,
კიდევ ჩამჩურჩულებს რაღაც.

ჩემში შემოდიან ძალნი იდუმალნი
ჩუმად, უდრტვინველად, ლაღად...
გარდა ცრემლების და გარდა მოწყენისა
კიდევ მაიძულებს რაღაც:

მოგძებნო, ამოვიდე შენტან,
ბედის ბილიკებით, მაღლა...
და მაგ ზღვა თვალებში სული გადავკარგო
მარადის მშფოთვარე ტალღად!..

გარდა თვალთა შენთა მიუწვდომლობისა
ზეცად მომიწოდებს რაღაც,
გარდა სიკვდილის და გარდა უშენობის
მიწისკენ მეძახის რაღაც!..