ტექსტი
* * * რომელ ბალახად ამომიყვან მიწიდან, ნეტავ?
ბოლქვაძე ზაურ11062 ნახვა · დღეს 1
რომელ ბალახად ამომიყვან მიწიდან, ნეტავ?
სამარადისოდ შემაერთებ რანაირ ფერთან? -
ცისა თუ მიწის?
რომელ ბალახად ამომიყვან მიწიდან, ნეტავ?
გამანდე ესე საიდუმლო, განგების ძალავ.
და აქედანვე შევიყვარებ მე იმა ბალახს,
ფერს ცის ან მიწის...
გამანდე ესე საიდუმლო, განგების ძალავ!
სამარადისოდ შემაერთებ რანაირ ფერთან? -
ცისა თუ მიწის?
რომელ ბალახად ამომიყვან მიწიდან, ნეტავ?
გამანდე ესე საიდუმლო, განგების ძალავ.
და აქედანვე შევიყვარებ მე იმა ბალახს,
ფერს ცის ან მიწის...
გამანდე ესე საიდუმლო, განგების ძალავ!