ტექსტი

* * * რაღაც ფილმი გადიოდა

ჭანტურია ტარიელ

20029 ნახვა · დღეს 18

რაღაც ფილმი გადიოდა,
თუ არ ვცდები - ვისკონტი,
მაგრამ თავი ისე მქონდა!
ფილმის თავი ვის ჰქონდა!
თოფი გქონდეს! - ალბათ, ეკრანს
და მის მკვლელებს ესროდი!
ყველა ერთი ნაგავია -
ის როლი და ეს როლი!
არც ჩაპლინზე ფიქრობ ახლა
და არც რენე კლერზე!
კაი გოგო კი ხარ, მარა
ფიქრობ მხოლოდ ლუდზე!
ვისკი მაინც რაღად გინდა -
მთვრალი თუ ხარ უვისკოდაც!
აზრიც ვერ გამოიტანე -
ფილმის თავი ვის ჰქონდა!
არც კრწანისზე ფიქრობ ახლა
და არც ერეკლეზე!
კაი გოგო კი ხარ, მარა
ფიქრობ მხოლოდ ლუდზე!

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე