ტექსტი

*** "იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს"

აბუთიძე ბექა

1388 ნახვა · დღეს 29

იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს
ქალს კი თავისი ფანჯრების ხედი,
ქარები შეხვდნენ და ისაუბრეს
და მერე, მშვიდად წაიღეს ბედი.
ქალი უსმენდა პიაფის პადამ-ს
და ოცნებობდა ჰქონოდა ფრთები.
ღრუბელი სთხოვდა: `გადმოხტით მადამ,
ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით”
იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს,
ქალს ეშინოდა მსუბუქი რისკის.
ცის სიღრმე ჰქონდა პატარა გუბეს
და მიდიოდა ბედი ქარისკენ.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე