ტექსტი

მარიამს

ფაღავა ირაკლი

384 ნახვა · დღეს 21

თოვს უნაზესი დარად ბავშვობის
და ფიფქთა ფარდის არის რიდობა.
სახურავებზე თოვლის გაშრობის
საფრთხე იწყება. ქრება მშვიდობა!
სტროფებს ფურცელზე სისხლად გიფშვნიდი,
რაც მე იდუმალ განცდებს მიმატებს.
გაუთავებლად ბარდნის სიმშვიდით
და ჩემს მორევში ფიქრი მიმათრევს.
მოდის ეს გრძნობა ცივი, ფარული,
ავადმყოფურად ჩემსკენ ნასხლეტი.
მაგრამ არ ქრება ეს სიყვარული,
როგორც ადრეულ გრძნობის ნაფლეთი;
არ ქრება სევდა სიჩუმალეთში...
ვრჩები უცვლელი, მუდამ ვარ ესე.
ზეცაზე მთვარის მოსჩანს ნახლეჩი
და ფიფქთა ნოხი სახურავებზე.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე