ტექსტი
სილუეტი
სამადაშვილი ნიკო11366 ნახვა · დღეს 5
ვერ იშორებდი სევდის კრაზანებს,
მშვიდად ჯერ არსად დაგიბუდია,
ხშირად დიდ ბაღში ფერად ზამბახებს
შენზე ბაასი ჩამოუგდიათ.
ხან დიდხანობამდე გადაკარგულხარ,
ნეტავი რაზე, ნეტავი რისთვის.
როცა დიდებას უმზერდი მტრულად,
როცა არ სწუხდი უკვდავებისთვის.
მშვიდად ჯერ არსად დაგიბუდია,
ხშირად დიდ ბაღში ფერად ზამბახებს
შენზე ბაასი ჩამოუგდიათ.
ხან დიდხანობამდე გადაკარგულხარ,
ნეტავი რაზე, ნეტავი რისთვის.
როცა დიდებას უმზერდი მტრულად,
როცა არ სწუხდი უკვდავებისთვის.