ტექსტი

იალაღიდან

სამადაშვილი ნიკო

11403 ნახვა · დღეს 20

მეცხვარე მღერის და ცა თეთრია.
გაღმა ჩანს ციხე _ კლდე ხავსის ფერი.
ჯიხვებს რომ ელის, გასწვრივ, თერგიდან,
მონადირეა, ჯმუხი ხევსური.

მთის ორწოხებში ჩაჭრილა ხრამი.
დიქით ქლენი მიდიან ხევ-ხევ.
თქვენ რა გაშფოთებთ, ან რაზე ოხრავთ,
ჩემ ისტორიას მევე გადავხევ.

ძმაო, მეცხვრევ, მოკლულს ვედრებით
მიმღერე, გული ალბად დაცხრება.
ჭვალივით მივლის სხეულში ბედი
და საძაგელი ჩემი ცხოვრება.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე