წერილი ციცინო გრატიაშვილი (ტენდი)
პროზა
02,08,2013
512/0

ჩემო სიყვარულო,
გუშინ დილით გაგეპარე. არ მინდოდა გაგღვიძებოდა. იცი, როგორ მიყვარს ნამძინარევი რომ მიყურებ და შეიძლება წასვლა გადამედო...
მთელი ღამე მხარზე ისე ფრთხილად მკოცნიდი, თითქოს სოფელში ერთი დღით კი არ მივდიოდი, სამუდამოდ მემშვიდობებოდი.
საოცარია, სრულყოფილი ბედნიერების ასეთი ტრაგიკული აღქმა.
ვიცი, უკვე გენატრები. გენატრები, როცა ჩაის სვამ და კოვზს ლამბაქზე დებ, მაშინაც... როცა ფანჯრიდან წვიმას უყურებ, მაშინაც..
გენატრები, როცა სამსახურში მიდიხარ და მაშინაც, როცა დერეფანში ქურთუკს იხდი.
მთელი გზა შენზე ვფიქრობდი და ისეთი ბედნიერი სახე მქონდა, დიდი საშიშროება იყო, ვინმეს სულელი ვგონებოდი.
გიხანგრძლივებ ჩემსს მონატრებას.
უკვე ერთად ვართ...
მერე რა, რომ ჩვენს შორის აღმოსავლეთ–დასავლეთი ევროპაა და ერთი უხეირო ოკეანე.

... ანუ, ჩამოვედი



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •