წიკლაური მამუკა
გაზიარება

ბიჭიკა ქურხული 

შენ ისე მოჰკვდი,
გრიგალი რომ ჩადგება ხოლმე,
დაგასაფლავეს, როგორც გრიგალს ასაფლავებენ
უკიდეგანო ტრამალები და დიდი მთები.
თუმცა... არც მთები, არც ტრამალები -
ჩვეულებრივი საფლავი გეყო,
შენ და მედოლე ილარიონას
გვერდიგვარდ გერგოთ ძვალშესალაგი -
მანდაურ წყვდიადს და აქედან წაღებულ სევდას
ილარიონი გაგიქარვებს დოლის ბრახუნით.

??????