გვინინა (ნანა ჭკუასელი)
გაზიარება

* * * "კანზე ხალის გრეხილები" ექსკლიუზივი

კანზე ხალის გრეხილები
და თითების სავარდფურცლე,
ვერ ვიპოვე საკუთარი,
სხვის თავს შევენავსაყუდლე,
სხვის სულს შევეთავშესაფრე,
ყელზე სიტყვის ცხელი გუბე
გამოვაშრე უთქმელობით
და დუმილსაც ვერ გავუგე.
მკერდზე კვდომის მჟავე ლაქის
რძე მოვწველე, 
თესლად დავრგე,
ვერ ვივარგე თვალის ხილვად,
ვერც სიზმრებად ვერ ვივარგე.
და ჭაობის თეთრ ტილოებს
შევესანთლისალისფერე,
ღმერთო, შენებრ ვიწრო მხრები,
ჯვრებით რატომ დამისერე?
და კლდეების მოსქო მუცელს
სისხლკედლებში შევეჩვილე,
რომ დამპირდი, გადარჩენას,
ღმერთო, რატომ გამაწბილე?
ვისაც სულში შევუსახლდი,
ყველას სული ავატირე,
ღმერთო, ნუღარ შემეჩვევი,
ჩემს გრძელ გზაზე გამაცილე...

??????