ზოიძე შოთა
გაზიარება

ნოველა სიყვარულზე ექსკლიუზივი

ჯერ უნდა დავსვა მრავალწერტილი...
რითმებს რომ საქმე გავუადვილო,
შენ ვარსვლავი ხარ ცას მოწყვეტილი,
ციდან ჩემს გულში ჩამოვარდნილი.
 
მინდოდა თავი მეგრძნო ლომივით,
ვიდექი ღია კართან გერივით,
მე აგაშენე ბაბილონივით,
შენ დამანგრიე კართაგენივით.
 
და მაინც ჩემი ცა ხარ კრიალა,
დარმა ნისლები გადაიტარა,
მოდი და სულში ამიწკრიალე
შენი ლამაზი ტანის გიტარა.
 
 
და მომირჩება ყველა იარა,
კალო ხარ ჯერაც გაულეწავი,
მოდი და სულში ამიწკრიალე
შენი ლამაზი ტანის ლერწამი.
 
გეძახი_სკანი გოლუაფირო,
მოდი, უქრობი ცეცხლი მედება,
მოდი და გულში შემომაფრინე
შენი მკერდიდან თეთრი მტრედები.
 
მომაგებე და მომაალერსე
შენი ლამაზი მკერდის ჩიტები,​
მე უკვე ბრმა ვარ და შენს ანკესზე
ორაგულივით გავიჩითები.
 
ააკამკამე თეთრი ღაწვები,
თეთრ ბალიშზე რომ გაფენ დალალებს,
გახსოვდეს, როცა ქმართან დაწვები,
ჩემი სახელი გულში დამალე.

??????