გვინინა (ნანა ჭკუასელი)
გაზიარება

* * *"მე ვრჩები" 

მე ვრჩები,
აქ ვარ
დაუსაბამოდ,
ჩემს კანზე ახლა თხელი ვოლვეტი
ისე მოუკვდა უღვთო საღამოს,
წავიდეთ, მაგრამ არა ყოველთვის.
არ ღირს,
აქ ვრჩები,
სადღაც შორიდან
მკერდქვეშ მოყოლილ გულზე
ვლოცულობ,
მე დავბრუნდები ჩემი ომიდან,
ჩემს შუაღამეში ღმერთად მოსულო.
მე გავაცილე სხვისი აჩრდილი
და სისხლზე ვთბები,
დამპალ კერძიდან
მე მაგონდება ცრემლით სადილი,
ყველა სამხარი,
შენ რომ გეძინა.
თმას ვერ გავიშლი,
ქალიდან მწყდება,
როდესაც მზისკენ ვიწევ ყოველთვის,
არ დამივიწყო, რომ გათენდება
და საუბარი ეპისტოლეთი
შეისისხლხორცე, უხმოდ, ჩურჩულით
რომ სიკვდილთან ვარ
სპეტაკ თოვლივით,
აძურწულია კართან ურჩხული,
მე კი აქ ვრჩები წამოწოლილი.
წავიდეთ, მაგრამ ახლა ვფიქრობდი,
იმ ძაღლზე, რომ არ მისდევს ქარავანს,
ვერ გეუბნები ( ვწუხვარ ) მშვიდობით,
რადგან მშვიდობა ჩემთან არაა.
წავიდეთ, მაგრამ არა ყოველთვის.

??????