გვინინა (ნანა ჭკუასელი)
გაზიარება

ბაბა 

ბაბა,
შავ - მერცხალი
შენ რომ გამოგზავნე
ჩემთან არ მოფრინდა
ბაბა
ტანზე კანის შიგნით
ხორცი გამებზარა
გამისისხლისფერდა კაბა
ჩითის
ალაზნის პირს ქარებს გაჰყოლილი
სუნი ადუღებულ ანწლის
საით გაფრენილა, ბაბა, შავ - მერცხალი
როდის დაბრუნდება აწი . . .
ზეცა გადმომსკდარა ჩემი მტევნებიდან
ცისკარს მოწყვეტილი თავად
მზისფრად დაგორგილი, ბაბა, დევ - ღრუბელი
ისევ ლაზარესთან წავა.
ბაბა
შავ - მერცხალი
თოვლისგულიანი
საით გაფრენილა?
შენებრ
ხმელი მხრები რად არ მახსენდება
ისიც გაიყოლა ეგებ.
ყანას ოქროსფერი
სულის ოხშივარი
რისთვის ამოვიდა ბაბა
შენი შავ - მერცხალი
ჩემთან არ მოსულა,
დამიპატარავდა კაბა . . .
მე რომ გავიზარდე
მერცხლად რომ ვიქეცი
იმის ბრალი არის იქნებ . . .

??????