ჭინჭარაული ნათია
გაზიარება

* * * "ჩაი საღამო ძველი ზარდახშა" ექსკლიუზივი

ჩაი 
საღამო
ძველი ზარდახშა,
ის ყველაფერი 
რაც თავს გადაგვხდა..
სხვა ათასერთი სევდის ნოველა,
და ყველა ფირი, ფერით სხვადასხვა,
მეგობრებისგან სისხლის გადასხმა,
ღირს კი ვინმესთან მოსათხრობელად..
ვზივარ 
ფანჯრიდან 
მოჩანს ქალაქი,
ჩაის ვაყოლებ პურს და არაქისს...
სუსხია, ყეფენ ქუჩის ძაღლები
მე ჯერ სახელიც კი ვერ დავარქვი
ამდენ " მმართველს " და ამდენ " ანარქისტს "
მაინც არავის არ ვენაღვლებით..
თვალი 
თუთუნის
კვამლმა ამიწვა..
ვწერ ..
სხვანაირად სხვას ვერ დავიცავ...
ვდგავართ არჩეულ გზაზე ყველანი,
_თავგანწირვაზე,
მხოლოდ ამის მწამს,
რომ მამაჩემის სისხლი ამ მიწას,
გულზე შეაშრეს როგორც მელანი..

??????